"ყველამ დაინახა რას წარმოადგენს ივანიშვილი, რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს ჩაიდენს "ოცნება" მით უფრო მწარე მარცხს განიცდის"- მელია კირკიტაძის პატიმრობაზე
პოლიტიკა - 14:27, 12 Feb, 2019     1281
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ დავით კირკიტაძე მოსამართლემ მხოლოდ იმ მოტივით დატოვა პატიმრობაში, რომ ის ხელისუფლების გამოცდილი ოპონენტია.

მელია პარალელს ავლებს ე.წ. კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ზონდერების დაუსჯელობაზე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ნრძოლას მწარედ წააგებს.

ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, მმართველი პარტია მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამო მხარდამჭრებს დღითი-დღე კარგავს.

"დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა. მაგრამ ამავე დროს არსებობენ კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ჯიბის ზონდერები, არსებობს გეგეშიძე, რომელიც ფედერაციაში დატოვეს. ამ ფონზე კირკიტაძის პატიმრობაში დატოვევება სხვა არაფერია თუ არა შერჩევითი სამართალი. კირკიტაძე აქ მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ ის არის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

პირდაპირ გეტყვით, დათო კირკიტაძე ერთი, ორი და სამი თვეც გაუძლებს, ეს არ არის პრობლემა, რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს ჩაიდენს "ქართული ოცნება", ძალიან ხილულსა და ხელშესახებს, მით უფრო მწარე მარცხს განიცდის. მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყანაში ხალხი საღად აზროვნებს.

თუ ვინმეს გონია, რომ ის 900 000 ხმა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციამ აიღო, ეკუთვნოდა ერთი ან რომელიმე პარტიას და მათ აქტივს ძალიან ცდებიან. ეს ხმები წამოვიდა "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერებისგან და ასეთი ადამიანების რიცხვი მრავლდება. სულ უფრო მეტი ადამიანი აქცევს ზურგს "ქართულ ოცნებას", რადგან ყველამ დაინახა რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ფარცხალაძე, უჩა მამაცაშვილი და გახარია. ისინი არიან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იმ სკამებში და არ ზრუნავენ არც ახალგაზრდებზე, არც პენსიონერებზე არც კეთილდღეობაზე და ასე შემდეგ"- განაცხადა ნიკა მელიამ.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42