მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლების უკანონო პატიმარია.
„მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და ის, რომ სწორედ დავით კირკიტაძის მეთაურობით რუსთავმა ორივე ტურში დაამარცხა „ქართული ოცნების" კანდიდატი, ამის გამო შური იძიეს დათოზე და გამოკეტეს საპატიმროში. თუმცა მე ახლა ვფიქრობ, რომ არამარტო სამართლებრივი, მორალური არგუმენტებიც აღარ დარჩა უკვე „ქართულ ოცნებას", რომ დავით კირკიტაძე დატოვოს პატიმრობაში. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ დღეს ის გათავისუფლდება სასამართლო დარბაზიდან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთ წევრს, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე დასასწრებად გურჯაანში ჩავიდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები თანაგუნდელის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თელავში გამართული ინაუგურაციის დღეს, ველისციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავებული დავით კირკიტაძე სრულიად უდანაშაულოა.
მასალის გამოყენების პირობები






