"მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება სოციალური სისტემის რეფორმის მიზნით" - ნინო ლომჯარია
პოლიტიკა - 11:28, 12 Feb, 2019     582

საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყნის სოციალურ სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ქვეყნის სოციალურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მხარდაჭერას უცხადებს სოციალურ მუშაკებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობას ახორციელებენ არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით.

სახალხო დამცველი მუდმივად საუბრობს სოციალურ სამსახურის სისტემურ პრობლემებზე, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე. შემაშფოთებელია, რომ წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები.

ქვეყანაში არსებულ სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვთა სიღარიბე, ბავშვის მიმართ ძალადობა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ სოციალურ მუშაკს ეკისრება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება სოციალური სისტემის რეფორმის მიზნით.

სახელმწიფომ სრულად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკის როლი ქვეყანაში ეფექტური სოციალური სისტემის შექმნის პროცესში და აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო სამუშაო პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ისარგებლონ დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით.

სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს პროცესში ჩართულ სოციალურ მუშაკებს სისტემაში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით.

ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადაუდებლად იმოქმედონ აღნიშნული პროფესიის გასაძლიერებლად, რადგან ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევა სწორედ სოციალური მუშაკის საქმიანობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული" - აღნიშნული ომბუსდმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42