განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კომენტარს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აკეთებეს. მისი ტქმით, ცვლილებები, რომელიც სისტემაში მიმდინარეობს, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას არ ემსახურება. როგორც ცნობილია, ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს:
„ის ცვლილებები, რაც განათლების სისტემაში ხდება, არ ემსახურება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, პირიქით, ხდება განათლების სისტემის მოშლა. უკვე მიმდინარეობს ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით მოთხოვნების შემცირება. პირველი იყო გაუქმება მასწავლებლების საატესტაციო გამოცდებისა, შემდეგ უკვე გამოცდების გაუქმება სკოლაში, ახლა უკვე მისაღები გამოცდებს აუქმებენ უნარ-ჩვევების მიმართულებით. ამავე დროს, მიმდინარეობს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის უკიდურესად გამარტივება. ყველა თავისუფლად ამ პროცესში დაკმაყოფილება ხდება და ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით აბსოლუტურად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეს კიდევ უფრო აუარესებს ქვეყანაში განათლების ხარისხს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






