კრიზისი სასამართლო სისტემაში - არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება ფართო დისკუსიას, მმართველი გუნდის გარეშე განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ მესამე სექტორის ინიციატივით დაწყებული დისკუსია მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მალევე დატოვეს.
შეხვედრაზე მხოლოდ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე რჩებიან.
„ყველას ჰქონდეს ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული, ვინ შეელევა თანამდებობას თუ ვინ არ შეელევა ამ ყველაფერზე მაღლა დგას საქვეყნო სახალხო ინტერესი,“- განაცხადა ბესელიამ.
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივაა დაისახოს კონკრეტული გეგმები და გადავიდნენ მოქმედებაზე.
„აარჩიო მოდელად ყველაზე დიდი ანტიგმირი ჩემთვის გაუგებარია... რატომ გვეცხადება ივანიშვილი და რატომ გვეუბნება რომ ვიღაცა მურუსიძე, ვიღაც ის, ვიღაც ეს არის ეტალონი თანამედროვე ქართული სასამართლოსი, რა ჯიბრი და ზიზღია ეს საზოგადოების“-ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით კი, ხელისუფლების მხრიდან ნათლად ჩანს არაფორმალური მმართველობის მონოპოლიზაცია მართლმსაჯულებაზე.
„უმრავლესობის წევრებმა დატოვეს სხდომა, რაღაც ორი გაუგებარი სიტყვა თქვეს და ამ სიტყვების ადრესატი რა თქმა უნდა არის ნაციონალური მოძრაობა და გაიქცნენ შეხვედრიდან, ეს ადამიანები, გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, აქ არის საუბარია არაფორმალური მმართველობის მონოპოლიზაციაზე სასამართლო სისტემაზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






