„გუშინ, ივანიშვილმა მართლაც გააოცა ევროპა“ - მიხეილ სააკაშვილი ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე
პოლიტიკა - 15:43, 11 Feb, 2019     1196

ლიეჟში მომხდარი დაპირისპირება - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოხმდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ევროპა გააოცა.

სააკაშვილის თქმით, რთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტულური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი, ხოლო მეორე მხარესაა სრული კატასტროფა:

„მე მინდა ქართველთა კრებაზე გუშინ დამსწრე ყველა ადამიანს მადლობა ვუთხრა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, სამწუხაროდ, ყველასთან ვერ მოვახერხე ცალ-ცალკე გასაუბრება, მაგრამ ამის საშუალება მოგვეცემა. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩამოხვედით თვითმფრინავებით, მანქანებით, ავტობუსებით ძალიან შორი მანძილიდან - ესაა ქართული ემიგრაციის გაერთიანების მნიშვნელოვანი ისტორიული დასაწყისი. საქართველოს შრომითი, ადამიანური რესურსები, სამწუხაროდ, ახლა ქვეყნის გარეთაა. ამ ხალხის დაბრუნება საქართველოში, ამის მომზადება, თქვენი ინტელექტუალური რესურსების გამოყენება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც მე ჩემ თავს პირადად დავუსახე. დიდი მადლობა იმ სითბოსთვის. გუშინ, ივანიშვილმა მართლაც გააოცა ევროპა. სამარცხვინო იყო დიდი რაოდენობის ნარკომანების გამოგზავნა, მოჭიდავეების ჩამოყვანა. ახლა ვუყურებდი სურათებს, რომ დაყარეს უამრავი დახეული პლაკატი. გამოჩნდა ნათლად, ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტულური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი, ხოლო მეორე მხარესაა სრული კატასტროფა. არ შეიძლება ბოლოს ამ კატასტროფამ გაიმარჯვოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ძლიერები ვართ. სწორი ხალხი ხართ, სწორი ხალხი ვართ და სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება იმ გაგებით, რომ ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. იქნება შეხვედრები საბერძნეთში, იტალიაში, ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უფრო კომპაქტურად არიან ქართველები“, - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42