მისი თქმით, ლიეჟში დესანტის გადასხმით და მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლის მცდელობით "ოცნება" შეეცადა ბიძინა ივანიშვილისთვის თავი მოეწონებინა.
„ის ყველაფერი რაც მეორე ტურში ვიხილეთ, ის უკიდურესი ნეგატივი და ის ბანერები და ის თავდასხმა პიროვნული თუ პოლიტიკური ამის პირდაპირი გაგრძელებაა ლიეჟში და მისი გარემოცვის რაღაც ნაწილი ამაში ფულს ართმევს ბიძინას და მერე ეტრაბახებიან, რომ აი რა მაგრა მივჯირყვნეთ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რომ მისი ეშინიათ კიდევაც. ბიძინას მიშას დაბრუნების შიში, რომ აქვს ეს აბსოლუტურად გასაგებია და მეორე ის არის, რომ თვითონაც ხვდებიან გულის სიღრმეში, რომ ეს ყველაფერი მთავრდება ნელა- ნელა და ეს არის ისტერიკა. ანუ ისტერიკა გამოიხატება სხვადასხვა რამეებში სხვადასხვანაირად. ეს შეიძლება იყოს ლიეჟში ჩასვლა და ყვირილი ან შეიძლება იყოს თბილისის ძალიან კოლორიტული მერის ძალიან კოლორიტული განცხადება. ეს ყველაფერი არის ფროიდულად პიროვნული კრიზისის ნაწილი,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას, ხარშილაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე უკვე დიდი ხანია არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.
"ჩემი აზრით პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ეთერში გადავიდა სხვა განზომილებაში და დიდი ხანია უკვე ჩვენთან ერთად აღარ არის, მენტალურად ყოველ შემთხვევაში. ასე, რომ განცხადებებს, რომელიც გამოირჩევა უკიდურესად აგრესიული და ხშირად ლოგიკამოკლებული აზრებით მე არ მივაქცევდი ყურადღებას,"-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






