„ამ კომპანიების ოფიციალური მესაკუთრე არის ხვიჩა მაქაცარია, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის ბიზნესპარტნიორი და მასთან დაახლოებული პირია.
როგორც ცნობილია, მთავრობამ „ყაზტრასგაზს“ ახალ მფლობელზე გადაცემამდე 96 მილიონი ლარის საბიუჯეტო დავალიანება ჩამოაწერა, რითაც ხელი შეუწყო ახალი მესაკუთრისთვის მილიარდიანი ქონებისა და ვალდებულებებისაგან გასუფთავებული ბიზნესის სიმბოლურ ფასად ხელში ჩაგდებას.
ვითხოვთ:
1. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დღემდე არ მომხდარა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის პარტნიორების ვინაობის გამხელა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი მეწილეები მთავრობის მაღალჩინოსნები არიან. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლების სია.
2. ოფშორში რეგისტრირებულმა აღნიშნულმა კომპანიამ, 40 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს ყაზახურ მხარეს. ასევე, უნდა გასაჯაროვდეს ამ თანხის წარმოშობის წყაროები და განხორციელებული ტრანზაქციის დოკუმენტები. ისმის ბუნებრივი კითხვა - ხომ არ ხდება შავი ფულის გათეთრება და Waltbay Ltd -ის კაპიტალის ფორმირება არალეგალური წყარობიდან.
3. კომპანიის გაყიდვის შემდეგ ყაზტრასგაზმა აბონენტებს რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო, კომერციული დანიშნულებით მოიხმარენ ა.წ. 4 თებერვლიდან ტარიფი 7%-ით (5,5 თეთრით) გაუზარდა. ეს მძიმედ დააწვება თბილისში მოქმედ ყველა იურიდიულ პირს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებს.
ფაქტობრივად „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გამოსასყიდი თანხა ოფშორში გადამალული მყიდველის მიერ თბილისელი მომხმარებლების ჯიბიდან იფარება. ყოველივე ზემოთ აღწერილი იწვევს კორუფციული გზით ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისა და მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო რესურსების მითვისების საფუძვლიან ეჭვს" - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






