"სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე"- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 12:33, 11 Feb, 2019     510

„ჩვენ უნდა ჩავიხედოთ სიღრმეში, რას გამოიწვევს ამ კანონპროექტის ამოქმედება სასამართლოს სისტემაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს, მაგალითად, იცით, რომ 300 მოსამართლეა დაახლოებით სასამართლო სისტემაში და ამ პირობებშიც უჭირს სასამართლოს მუშაობა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში, მდგომარეობას იმაში, რომ საქმეების განხილვას სჭირდება დიდი დრო, იმიტომ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ვნახოთ, რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი, მისი მიღების შემთხვევაში, თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რთული იქნება მისი მხარდაჭერა. ყველაფერს ვნახავთ, განვიხილავთ. ავწონ-დავწონით და ამის საფუძველზე, კოლეგებთან ერთად, მივიღებთ, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას” - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი და მისი ინიციატორი დეპუტატები გუნდის დაყოფის საფუძველი არ არის.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით,პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, სამუშაო პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება და იგი ჯანსაღი და სტრუქტურირებული იქნება.

„სასამართლოსთან დაკავშირებით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას და ეს პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე. ეს არის მთავარი. ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაშიც. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ გვაქვს მისაღები კანონი. ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც. ამის შემდეგ, თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას და განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება დაახლოებით ორი თვე. ანუ საუბარია, ოთხთვიან პროცესზე, ძალიან ჯანსაღ სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ. ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ქვეყნას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ თითოეული ჩვენგანი, ამ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ შეიქმნება”, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42