მისი თქმით, ვიღაცებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომიდან გამოაქვთ არასწორი ინფორმაცია და ცდილობენ მოსამართლეების თემა პირადი მიზნებისთვის და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენონ.
„ბრალდება აბსოლუტურად არის აბსურდული. არარეალური და ყველანაირ საფუძველს მოკლებული ბრალდება, თუ ასეთი ბრალდება არსებობს, მე ასეთი არ მომისმენია. ეს მე მგონი მისი (ეკა ბესელიას) სუბიექტური ინტერესია და მისი სუბიექტური ხედვა. აქედან გამომდინარე მეტი კომენტირება მის უკვე შეუძლებელია"- განაცხადა დეპუტატმა.
ჟურნალისტებმა ზარდიაშვილს პუშკინის სკვერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართული შეხვედრის შესახებაც ჰკითხეს.
მისი თქმით, მოსამართლეებს საჯარო სივრცეში შეხვდა და ამაში დაფარული არაფერი ყოფილა.
"კითხვის შინაარსი თავიდანვე დამახინჯებულია - სადაც ხვდებით სკვერში და ფარულად. როდესაც შეხვედრა მოხდა რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ, განათებულ ადგილას და ეს საერთოდ სკვერიც არ იყო. ეს იყო პირველი სკოლის ხედი იყო, აქედან გამომდინარე ფარულ შეხვედრებზე საუბარი არის ზედმეტი,“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, ის სასამართლო სისტემას არ მართავს.
„ეს არის თითქმის შეუძლებელი, ვინც იცნობს კონსტიტუციას, სამართლებრივ ჩარჩოებს, აუცილებლად ის ადამიანი ამოიკითხავს, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური ბრალდებები და ცილისწამება და არა რაიმე სამართლებრივად შესაძლებელი ფუნქცია ან განხორციელების შესაძლებლობა,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
დეპუტატი ეკა ბესელიას მინიშნებასაც პასუხობს, მისი განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გავრცელებასთან კავშირი არ აქვს.
"ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი, მისი გადამღებიც, გამავრცელებელიც, ჩემი აზრით იმსახურებს უმკაცრეს სასჯელი, შესაბამისად ამ საკითხზე კომენტირება იქნება ზედმეტი ჩემი მხრიდან. პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად, მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად მოვითხოვ ამ გამოძიების დასრულებას და შესაბამისად ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს,“-განაცხადა ზარდიაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






