უკან გადადგმული ნაბიჯი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის მოსამართლეების უვადოდ გამწესების 5 წლით შეჩერება მიუღებელია
პოლიტიკა - 11:40, 11 Feb, 2019     492
საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.

პარლამენტის ბიუროს 11 თებერვლის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები წარედგინება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერს ხელს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებებს გულისხმობს, მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლამდე უნდა შეჩერდეს.

ინიციატივა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის. საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი ყოველგვარ საზღვარს გასცდა.

მიქაუტაძის შეფასებით, ამგვარი ცვლილება კანონში სასამართლო სისტემაში უკან გადადგმული ნაბიჯია.

მიქაუტაძის განცხადებით, ესაა მცდელობა, რომ მოსამართლეები რომლებიც ბოლო წლებში უფრო დამოუკიდებლები გახდნენ, დაბრუნდნენ იმ დროში როცა მხოლოდ ვადაზე ფიქრობდნენ.

საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონპროექტს, რომელსაც ხელს 9 დეპუტატი აწერს ერთადერთი მიზანი აქვს - სასამართლოს სამართავად და გასაკონტროლებლად გარკვეული მექანიზმები დარჩეს.

კანონპროექტი მიუღებელია საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილისთვისაც. მისი თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა მოინდომეს გზაზე დამდგარი სასამართლო დააბრუნონ უკან წარსულში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42