ალტერნატიულ მთავრობაზე არავის მოლაპარაკება არ ჩაუტარებია, ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 11 ორგანიზაციამ - გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა ლიეჟში
პოლიტიკა - 22:29, 10 Feb, 2019     1052



ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე სიტყვით გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა.

მან პირველ რიგში ემიოგრანტებს მადლობა გადაუხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქართულმა ემიგრაციამ აჩვენა, თუ როგორ არჩევანს გააკეთებდა ქართველი ხალხი, საქართველოშიც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები რომ ჩატარებულიყო.

გრიგოლ ვაშაძემ დარბაზის გარეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ხალხის მიერ მოწყობილ არეულობაზეც ისაუბრა და მას მმართველი ძალის სისუსტის გამოვლინება უწოდა.

მან ასევე იმ გავრცელებულ ფეიკ-ნიუსზეც ისაუბრა, რომ თითქოს ალტერნატრიული მთავრობა ჩამოყალიბდა.

"კიდევ ერთხელ ავუხსნათ საქართველოს. ჯერ ერთი არავითარ ალტერნატიულ მთავრობაზე არავის მოლაპარაკება არ ჩაუტარებია ერთმანეთთან. ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 11 ორგანიზაციამ, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციაში იმყოფება. ეს ერთი, მეორეც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის ტრადიცია - მოქალაქემ იცის, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციიდან ვინ მოვა კაბინეტში. ამას ვიძახდი მე ხუთი თვე არჩევნების პერიოდში და ამას იძახის მიშა ვინ იცის რამდენი ხანია - მოვა ახალგაზრდა, პროფესიონალი, პატრიოტი, თავის საქმის მცოდნე, არაკორუმპირებული ადამიანები, ვინც თავის სამშობლოსათვის იმუშავებს და ვის სახელებსაც, მას შემდეგ რაც შევთანხმდებით, მათ შორის თქვენთან ერთად დავასახელებთ,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციის ლიდერმა საქართველოს საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტენმაზე გადასვლასა და ამ მიმართულებით სრულიად ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებზეც ისუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42