N9 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმარმა შოთა სანიძემ თვითმკვლელობა სცადა. ის ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შანიძე 4 წლის წინ, გეგუთის ციხეში ცემით მოკლული მსჯავრდებულის - გიგა ფარტენაძის საქმეზე გასამართლებული სამი პატიმრიდან ერთ-ერთია. იგი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და რამდენიმე დღის წინ შიმშილობა დაიწყო და პროტესტის რადიკალური ფორმით ამ საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვდა. მან მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას საკნიდან გაატანინა პირადი მოხმარების ნივთებიც.
პატიმრის დედა ნატო შანიძე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მან დილით გაიგო.
"დარეკეს დილით, რომ თავი ჩამოიხრჩოო. შეკითხვაზე ცოცხალია თუ არა, ინგოროყვას კლინიკაში არის გადაყვანილიო. ვკითხეთ, რომ როდის და მითხრეს რომ გუშინ 10:00 საათზე. არის ძალიან მძიმე, მართვით სუნთქვაზე ჰყავთ. არ ვიცით გადაგვირჩება თუ არა,“-განაცხადა პატიმრის დედამ.
პატიმრის ადვბოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუიციდის მცდელობა რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






