პატიმრის თვითმკვლელობის მცდელობა - სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:12, 10 Feb, 2019     920
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ შოთა შანიძის მიერ სუიციდის მცდელობათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 9 თებერვალს, 20:59 საათზე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა, 1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა.

შოთა შანიძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა. კერძოდ, გაეწია ექიმების კონსულტაცია, გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რის შედეგადაც რაიმე ცვლილება არ გამოვლენილა. ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჰემოდინამიკა სტაბილურია, მსჯავრდებული იმყოფება სედაციის ქვეშ.

მომხდართან დაკავშირებით გუშინვე დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიულ სამმართველოს მიერ (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები; შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს გამომძიებელმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები და დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ის ექიმი, რომელმაც მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

შოთა შანიძეს 2009 წლის 11 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, 236-ე მუხლის პირველი ნაწილი, 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 19-109 მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 19-109 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად 33 წლით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენი 2010 წლის 30 მარტს უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო 2010 წლის 01 ივლისს - საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. 2015 წლის 15 დეკემბერს შოთა შანიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ და 117-ე მუხლის მე-8 ნაწილებით გასამართლდა (2014 წლის 4 მარტს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმე). ამავე სასამართლოს მიერ პირველი და მეორე საქმის განაჩენთა ერთობლიობით და ამნისტიის გათვალისწინებით, შოთა შანიძეს სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მიმდინარე წლის 3 იანვარს, შოთა შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა, ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას, მსჯავრდებულმა შიმშილობა 10 იანვარს შეწყვიტა. მიმდინარე წლის 6 თებერვალს შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა და ითხოვდა მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. მსჯავრდებულმა შანიძემ შიმშილობა შეწყვიტა 7 თებერვალს," - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42