"პოლიტიკა მოქმედებაში ანუ მიხეილ სააკაშვილის დიდი სტრატეგია მარტივად" - ამ სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" წევრი პაატა მანჯგალაძე.
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლო აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის გარეთ არსებული რესურსების მობილიზების გზით, გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესზე.
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ივანიშვილთან ურთიერთობის პრაქტიკამ ყველა პოლიტიკურ აქტორს ნათლად დაანახა, რომ მისთვის არაფერს წარმოადგენს არგუმენტების სისწორე თუ იგი სუსტის პოზიციებიდან დაისმება. შესაბამისად, სრულად არაეფექტურია ხელისუფლებაზე ზემოქმედებისა და კონტროლის კონსტიტუციური მექანიზმები, რასაც ამძიმებს ისიც, რომ ხელისუფლების სამივე შტო უზურპირებილია ლეგიტიმაციის არმქონე მმართველის მიერ.
ამ რეალობაში, ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ პოლიტიკურ ოპოზიციას მხოლოდ ისღა დარჩენია, ძალების კონსოლიდირება და სინქრონიზება მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის გარეთ წარმოებულ კამპანიასთან, აიღოს ინიციატივა, შეავსოს პოლიტიკური ვაკუუმი და ახალი ენერგიის გამოყენებით გრდატეხა შეიტანოს გაურკვევლობაში.
P.S ის, რომ ხალხი აქამდე მოთმინებით იტანდა უსამართლობას არავითარ გარანტიას არ ქმნის ივანიშვილისთვის იმ მოცემულობაში, როცა მათ გონებაში გაიელვებს აზრი, მისგან თავის დაღწევის შესაძლებლობისა.
მოქმედების დროა! ძალა ერთობაშია! ერთად სახლში!"- წერს პაატა მანჯგალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






