12:00 საათზე, საპატრიარქოსთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართება. თორნიკე მამალაძის განცხადებით, აქციაზე ახალ მოთხოვნას - დეკანოზ მამალაძის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას გააჟღერებენ.
„კვირას, 12.00 საათზე, საპატრიარქოსთან აქციას გავმართავთ. ვისაც ჩემი ძმის უდანაშაულობა აწუხებს, შეუძლია მოვიდეს. აქციაზე უკვე ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას დავაყენებთ. ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე აქ ვიდგებით. საპატრიარქოსთან ვითხოვთ მის გათავისუფლებას, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა. კეთილი იქნებონ იმ ადმიანებმა, რომლებმაც ეს ვერაგული სიტუაცია შექმნეს და ჩემი ძმა გაათავისუფლონ. აქ დგომას ვაპირებთ იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, - აცხადებს მამალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






