"აგიტაცია ვერ ჩავატარე სკოლაში" - ზუგდიდში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე კიდევ ერთი სკოლის დირექტორი საუბრობს
პოლიტიკა - 16:26, 09 Feb, 2019     1920
ზუგდიდში პოლიტიკური ნიშნით დევნაზე კიდევ ერთი სკოლის დირექტორი საუბრობს. როგორც მე-15 სკოლის ყოფილი დირექტორი, ნათელა ხორგუანი, ამბობს, რესურსცენტრის დირექტორმა ის დაკავებული თანამდებობიდან სწორედ პოლიტიკური მოსაზრებით გაათავისუფლა. მისი თქმით, კახა ფარცვანიამ ამ გზით მასზე შური იძია.


ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ფარცვანიამ წინასაარჩევნო პერიდოში დაიბარა და ზურაბიშვილის სასარგებლოდ სკოლის პედაგოგებთან მუშაობა და აგიტაცია დაავალა.

დირექტორის თქმით, ის ისედაც ზურაბიშვილის მხარდამჭერი იყო, თუმცა, აგიტაციაში ჩართვაზე უარი განაცხადა და ახლა მასზე შური იძიეს.

„სიები ჰქონდათ და უნდა მიგვეთითებინა, ვინ რომელ პარტიას აძლევდა ხმას. რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებლობას ვერც ერთზე ავიღებდი, მაგრამ მიახლოებით მაინც აღვნიშნე, რომ ეს იქნებოდა ოცნების მომხრე და ა.შ. დავუშვათ, თუ არ მისცემდნენ ხმას, რა მოხდებოდა. ამ შემთხვევაში საშტატო ერთეულებზე გამახვილდება ყურადღებაო... ჩვენი სკოლის მასწავლებლები, ტექპერსონალი, ყველასი იქ ედო წინ. ვინ არის მომხრე, ოცნებაო, ნაციონალიო... მე ვითანხმებდი, რომ ეს მისცემს ხმას ზურაბიშვილს, ეს მისცემს. ვინც არ მისცემდა საშტატო ერთეული ზურაბიშვილს ხმას, გაუშვებდნენ სახლში. მე მივეცი, მაგრამ მაინც გამიშვეს, რადგან, უბრალოდ, აგიტაცია ვერ ჩავატარე სკოლაში. მეხსიერების ბარათში ჰქონდა ჩაწერილ ჩემი გათავისუფლების ბრძანება, წარმოგიდგენიათ? ფლეშკით შემოიტანა ბრძანება და იქვე, ჩემს თვალწინ ამოაგდებინა ჩემი გათავისუფლების ბრძანება,“ - ამბობს ზუგდიდის #15 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ნათელა ხორგუანი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, კახაბერ ფარცვანია, ნათელა ხორგუანის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს.

წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42