ყარაბაღის ომის მონაწილე მიხეილ ავაქიანისთვის ძეგლის დადგმა ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანის მხრიდან გაწეეული მხარდაჭერა დაივიწყა.
ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაგიანის ძეგლი ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი და საბავშვო მოედანი ბუღაშენელი მეცენატის, გაგიკ ავაქიანის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ძეგლი მიხაილ ავაგიანის შვილებმა და შვილიშვილმა გახსნეს.
მიხაილ ავაგიანი ბუღაშენში დაიბადა.სოფლის 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა სომხეთში, ქალაქ რაზდანის ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა. მუშაობდა აფხაზეთში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, რის შემდეგაც საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში მდებარე სოფელ აღბულაგში გადავიდა. როდესაც სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, მიხეილ ავაგიანი საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო და ცნობილი გახდა მეტსახელით „კობრა“, რადგან იცოდა აზერბაიჯანული, რაც მას სადაზვერვო საქმიანობაში ეხმარებოდა. ავაგიანი ქალაქ ჰორადიზში შეტაკებების დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბუღაშენი ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელია, რომელიც ახალქალაქიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით, ბუღაშენში 460 ადამიანი ცხოვრობს.
ეს, ერთი შეხედვით უწყინარი ღონისძიება შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩენილიყო, რომ არა მასში ოფიციალურ პირთა მონაწილეობა. ძეგლის გახსნის ღონისძიებას, რომელიც 20 იანვარს გაიმართა, ახალქალქის მერი იურიკ უნანიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ასევე საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესწრებოდნენ.
ყურადღებას იქცევს ძეგლის გახსნისნ თარიღიც, 20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში „შავი შაბათის“ ან „სისხლიანი იანვრის“ სახელითაა შესული. 28 წლის წინ, ამ დღეს ბაქოში საბჭოთა არმიის ნაწილები თავს დაესხნენ მშვიდობიან მომიტინგეებს.
ძეგლიის გახსნის ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოების დათვალიერების შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ყველაფერი საქართველოში კი არა სომხეთში ხდება. გარშემო ყველაფერი სომხეთის სახელმწიფო სიმბოლოებით არის მორთული. ღონისძიებაში სომხეთის სახელმწიფოს სახელით ამ ქვეყნის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი მონაწილეობს როგორც ზეიმის მასპინძელი, ხოლო საქართველოს ოფიციალური პირები კი – როგორც მოწვეულები.
სომხეთის ელჩი არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურად გაუნათლებელ ადამიანად. მას მშვენივრად ესმოდა, რომ ამ ძეგლის გახსნა აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ოფიციალური ბაქო თბილისთან პროსტესტს გამოხატავდა. აქედან გამომდინარე ქართული სახელმწიფოს აზერბაიჯანის წინაშე უხერხულად წარმოჩენას შეიძლება მხოლოდ ერთი სიტყვა „პროვოკაცია“ ეწოდოს.
მართლაც, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარaძე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ამ ფაქტზე გადაუდებელი რეაგირების მოხდენა მოსთხოვეს, საქართველოს საგარეო უწყებაში მივიდა აზერბაიჯანის ელჩიც და ქართულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა.
გაოცებას და გაოგნებას იწვევს ასევევ ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების ქცევა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და რომელთა საქმიანობაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება როგორც სომხეთის სახელმწიფო ჩინოვნიკების.
საქართველოში სომეხი ტერორისტისთვის ძეგლის დადგმა, აუცილებელს ხდის გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, კასპში, საგარეჯოსა და საქართველოს სხვა აზერბაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში იმ აზერბაიჯანელებისთვის ძეგლების დადგმას, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან იყვნენ და რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის გასწირეს.
საინტერესოა, როგორ აღიქვამდა საქართველოს საზოგადოება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმ პირებისთვის ძეგლების დადგმის ფაქტს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ საქართველოს ისეთ ოკუპურებულ ტერიტორიაზე, როგორიც აფხაზეთია.
აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობით. ამ ინვესტიციების მნიშვნელოვანი წილი ქვეყნის სომეხ მოსახლეობაზეც მოდის. ახლახანს ექსპლუატაციაში შესული სარკინიგზო ხაზის „ბაქო–თბილისი–ყარსის“ მშენებლობა და ექსპლუატაცია მრავალი სომეხი ოჯახისთვის შემოსავლის წყარო გახდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთვარობას და ქვეყნის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას, ასეთი გულმავიწყები ნუ იქნებიან.
ლევან ჩხეიძე
ახალი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი

მასალის გამოყენების პირობები






