საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში იმყოფებოდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა.
პრეზიდენტმა ის ბაზები დაათვალიერა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ.
სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზას ესტუმრა და ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო, ჯარისკაცებთან სადილისას კი, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პრეზიდენტმა ბაგრამის სამხედრო საავიაციო ბაზაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი ჯარისკაცების მიერ აშენებული ეკლესია მოინახულა. უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობისმყოფელებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების დამსახურებასა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის.
"ჩემთვის უდიდესი პატივია, მოგმართოთ აქ, ავღანეთში, დღეს, როდესაც მთელი საქართველო ზეიმობს და იხსენებს დიდ მეფეს, დავით აღმაშენებელს. ეს თარიღი უფრო დიდ მნიშვნელობას მატებს ჩვენს აქ ყოფნას, რადგან ეს არის სიმბოლო იმისა, რისთვისაც თქვენ აქ დგახართ, რისთვისაც ჩვენმა ქვეყანამ მის სადარაჯოზე დგომის ნდობა მოგანიჭათ. ეს არის იმ გაერთიანების სიმბოლო, რისთვისაც ვიბრძვით და, რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი. თქვენი აქ ყოფნა ქვეყნის სამომავლო გაერთიანების მიზნის ერთ-ერთი საწინდარია.
თქვენი მონაწილეობა ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში, ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას. ამასთან, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თქვენი პროფესიონალიზმი და თავდადება აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ და თქვენ, ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები ბრძანდებით. ახლახანს, ჩემი ვიზიტისას ბრიუსელში, ყველამ აღიარა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი. ამით თქვენ ამტკიცებთ, რომ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ჩვენი ურთიერთთავსებადობა მაღალია და მისიაში მონაწილეობით კიდევ უფრო მეტად უმჯობესდება. ძალიან ამაყი ვიყავი ბრიუსელში, როდესაც თავიანთ გამოსვლებში ყველა ქვეყნის ელჩი დიდი პატივისცემით ახსენებდა თქვენს მონაწილეობას ამ მისიაში. ეს არის რეალურად ჩვენი ქვეყნის სახე მსოფლიოში. ჩვენი დაახლოება ნატო-სთან, ჩვენი სამომავლო მიზანი, გაწევრიანება და ინტეგრაცია, სწორედ ამით არის განპირობებული. ჩემი და საქართველოს მოსახლეობის სახელით დიდ მადლობას გიხდით თქვენ და მათ, ვინც თქვენამდე მსახურობდა მისიაში.
მინდა გავიხსენოთ ისინი ვინც, აქ დაიღუპნენ. ისინი სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს მეხსიერებაში და სწორედ მათ შეიტანეს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში და, რაც მთვარია, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და იმაში, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილი წევრი გამხდარიყო. საქართველო, როგორც ღირსეული და სანდო პარტნიორი ქვეყანა, მომავალშიც განაგრძობს მის მიერ აღებული ვალდებულების სათანადოდ შესრულებას და იმ დრომდე იქნება მისიაში პარტნიორების გვერდით, სანამ, ერთობლივი შეფასების შესაბამისად, ამის საჭიროება იქნება. ვიქნებით ამ, ან სხვა მისიაში, ჩვენ მზად ვართ, რომ დავრჩეთ როგორც ძლიერი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად ზრდის სამხედრო მოსამსახურეთა მოტივაციის ამაღლებისა და ანაზღაურების პირობებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სახელფასო უზრუნველყოფა იზრდება და საერთაშორისო მისიებში ჩვენი რეფორმები სამაგალითო რეფორმებადაა აღიარებული როგორც ნატო-ს წევრებისგან, ისე პარტნიორი წევრების მხრიდან და ეს უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან ამაღლებას. აღნიშნული რეფორმების შედეგია ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის უპრეცედენტოდ გაზრდილი დინამიკა. თავდაცვის მიმართულებით ჩატარებული რეფორმები აისახა საქართველოს მიმართ მაღალ ნდობასა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. სწორედ გაღრმავებული პარტნიორობისა და მთავრობის მიმართ მაღალი ნდობის შედეგია ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო საშუალების “ჯაველინის” შესყიდვა.
ისევ იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჩატარებული მასშტაბური წვრთნების რაოდენობა, მონაწილე მხარეებისა და სამხედრო ტექნიკის მრავალფეროვნება. წელს ძალიან მაღალი დონის ვიზიტებს ვუმასპინძლებთ: ნატო-ს სამხედრო კომიტეტსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს. აღნიშნული რეფორმების შედეგია მეტი ნატო საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილერთან, ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა