ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას საქართველოსთან - აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელი
პოლიტიკა - 11:16, 09 Feb, 2019     793
„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიმუშავებთ საქართველოსთან. ჩვენ გვინდა გავხსნათ ურთიერობები საქართველოსთან. ჩვენ მათთან ერთად ვართ და მათ საქმეს მხარს ვუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს და ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს"-განაცხადა აშშ-ში ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა კარლოს ალფრედო ვეკიომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდგომ, რა დროსაც ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების აღირებასთან დაკავშირებით.


ალფრედო ვეკიომ დადებითად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელას დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისთის: „ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. გვინდოდა საქართველოს დელეგაციისთვის მადლობა გადაგვეხადა ჩვენი საქმის, კერძოდ კი, ვენესუელას დროებითი მთავრობის პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება", განაცხადა ალფრედო ვეკიომ.

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია ვენესუელასთან მიმართებაში. მისი განცხადებით, საქართველო არასდროს აღიარებდა მადუროს რეჟიმს; აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, არ ცნო 2018 წელს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ცალსახად არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მისი თმით საქართველო აღიარებს ეროვნულ ასამბლეას, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს და ხუან გუაიდოს როგორც დროებით პრეზიდენტს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ორ ქვეყანას შორის აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, რაც დაფუძნებული იქნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42