სკანდალი: ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერევნის ციხიდან აიტვირთა, რა კავშირი აქვს პატიმარს ივანიშვილთან (ვიდეო)
პოლიტიკა - 21:17, 09 Feb, 2019     22764

კურიერის ექსკლუზივი - ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ერევნის ციხიდან აიტვირთა.

ერევნის უმკაცრესი რეჟიმის ციხეში უკვე ცხრა თვეა, სასჯელს საქართველოს მოქალაქე - ბუბა ლომთათიძე, იხდის. სწორედ მან ატვირთა პირველმა სოციალურ ქსელში ღია კედელზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის მასალები კურიერსსანდო წყარომ მიაწოდა.

კიბერდანაშაულის დეპარტამენტის გამომძიებელი, შოთა ჯანჯღავა, პატაკში სამინისტროს მაღალჩინოსნებს წერს, რომ ბუბა ლომთათიძეა ადამიანი, ვინც ბესელიას კადრებს ღია სივრცეში ავრცელებს.

პატაკში წერია, რომ ლომთათიძემ ბესელიას ვიდეომასალა გააზიარა, ანუ კადრები სხვისი Facebookგვერდზე იყო ატვირთული და კადრები მის პირად გვერდზე გადმოიტანა, თუმცა, რეალობა სულ სხვაა. ერევნის ციხის ქართველმა პატიმარმა კადრები 28 იანვარს თავად ატვირთა. ანუ ის იყო ვიდეომასალის გავრცელების წყარო, თუმცა, ეს ფაქტი შს თანამშრომელმა პატაკში არ ასახა.

სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ბუბა ლომთათიძე წერს, რომ ვიდეომასალის გასაჯაროვების მიზეზი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის.

ამ აღიარებითი წერილის მიუხედავად, შს სამინისტროს ბრალი ბუბა ლომთათიძისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.

კანონის თანხმად, განცხადება, სადაც ლომთათიძე ივანიშვილის გვარს ახსენებდა, პოლიციას საქმეში რომ ჩაედო, მაშინ ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე ივანიშვილის დაკითხვაც მოუწევდა.

მოქალაქე სასჯელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, საკუთარ მეუღლესთან ერთად, ერევნის ციხეში უკვე 9 თვეა, ბრალდებულის სტატუსით იხდის. სომეხი სამართალდამცველები მას 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობას ედავებიან.

ბუბა ლომთათიძე კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს მის დაპირისპირებაზე ივანიშვილების ოჯახთან და მის კონფლიქტზე ურეკის პოლიციასთან.

გაზეთ ქრონიკა+-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლების ინტერესში საქმის გამოძიება არ არის, რადგან ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, კვალი სწორედ ოცნების მაღალჩინოსნებამდე მივა.

პირველად ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ელისო კილაძის ოფისში 2016 წელს მიიტანეს. მაშინ კადრების გასაჯაროვება ქართული ოცნებისმხარდამჭერმა გელა ღურწკაიამ სცადა. ღურწკაიამ ქრონიკა პლიუსის ოფისში კადრები, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან ერთად, მიიტანა.

ხაჭაპურიძემ დანაშაული საკუთარ თავზე აიღო, რის სანაცვლოდაც პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და საპატიმრო დატოვა.

ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან გასაუბრება კურიერმა სცადა, თუმცა ის დაიმალა.

2016 წელს გამოძიების დაწყების მომენტში ოფიციალურად ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები მხოლოდ ორ ადგილას უნდა ყოფილიყო - პროკურატურაში, რომელიც საქმეს იძიებდა და სასამართლოში, სადაც ამ საქმის განხილვა მიმდინარეობდა. ადვოკატი ირაკლი ფხალაძე, რომელიც ამავე საქმეზე ბრალდებული იყო, ყვება, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში ეს კადრები და როგორ უწყობდნენ ამ პროცესს ხელს პროკურორები.

ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო სივრცეში ორი პოლიტიკოსის, ერთი ჟურნალისტის, საზოგადოებისათვის ცნობილი რამდენიმე ადამიანის ვიდეომასალა გავრცელა. ვერცერთ შემთხვევაში გამოძიებამ ვერ დაადგინა, საიდან გაჟონა და ვინ ატვირთა მასალა, რომელთაც ადამიანებს მორალური ტერორი მოუწყვეს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42