ზუგდიდი მეექვსზე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაია საქმე - პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა, სადაც განათლების მინისტრს უსმენდნენ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ანონიმურ წერილზე გაამახვილა ყურადღება.
"მე ამდენ ხანს არ მქონდა ეს განცხადება ნანახი და ახლა წავიკითხე, დამერწმუნეთ, რომ ასეთი ადამიანები, კონკრეტული ადამიანები არსებობენ ნამდვილად, ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი... ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელიც დაახლოებით ასეთ რაღაცას ამბობდა, აი, მეფე დავითი, საქართველო და სხვა... სამინისტრო თუ შეთხზავდა წერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად, უფრო ისე, რომ მართლა ყოფილიყო. ეს არის კონკრეტული ადამიანი, ლავრენტია, ბიკენტია, თუ ვინ არის, მაგ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ვიღაც ადამიანის დაწერილი, რომელსაც... არიან ადამიანები, ვისაც ბოღმაც ახრჩობს, ქალბატონი იას მიმართ არის და უნდა, რომ... მაგრამ ამისი გამოძიების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, სხვა ამბავია, როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება სამინისტროს - იმ დღესვე გაეშვა ჯგუფი, მეორე დღეს გაეშვა თუ სხვა, მაგრამ დაბრალება იმის, რომ ეს არის სამინისტროში შეთხზული წერილი, ესეც ახალი ცილისწამებაა, რომელმაც საზოგადოებრივი განწყობები უნდა გამოიწვიოს" - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






