„შეხვედრაზე ქართული მხარე აცხადებდა, რომ ეს კოშკი საფრთხეს წარმოადგენს, ეს ტყუილია, მას მხოლოდ და მხოლოდ სადამკვირვებლო ფუნქცია აქვს, რომელიც ემსახურება, მათ შორის ხანძრებზე დაკვირვებასაც, რაც ამ ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა.“- განაცხადა ეგორ კოჩიევმა.
კოჩიევმა ქართული მედია ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, მისი თქმით, ე.წ საზღვარზე ადამიანების დაკავება არა გატაცება, არამედ საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებაა:
„განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის ვილაპარაკეთ ქართული მედიის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცლებაზეც. მაგალითად ინფორმაცია ადამიანების გატაცების შესახებ, რომ თითქოს ჩვენთან ჰუმანიტარული კატასტორფაა და ვშიმშილობთ. დამისახელეთ ერთი გატაცებული ადამიანი მაინც. მღვდელი იყო დაკავებული, თუმცა ეს სხვა ისტორიაა. თუ ჩემი არ გჯერათ, მას კითხეთ, როგორ გადაძვრა ღობეზე. ის დააკავეს საზღვრის უკანონო კვეთის გამო.“- აღნიშნა კოჩიევმა.
როგორც ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისი მხრიდან პროტესტი იყო გამოთქმული, შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის საკითხის განხილვის გამო, რადგან კოჩიევის თქმით ეს საკითხი ერგნეთში გამართული შეხვედრების ფორმატში არ ჯდება.
„საუბარი იყო ტატუნაშვილის საქმეზეც, სამხრეთ ოსეთის მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყველა მასალა გადაცემულია და პროტესტი გამოვთქვი, რადგან ეს საკითხი არ ჯდება ჩვენი მოლაპარაკებების ფორმატში “- განაცხადა კოჩიევმა.
მასალის გამოყენების პირობები






