"თბილისის მერიის სამსახური „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტს ამზადებს და რეგულირების გეგმაც მუშავდება" - მერაბ ბოლქვაძე
პოლიტიკა - 18:44, 08 Feb, 2019     470

ბოლო დროს ურბანისტები და მშენებლები ხშირად საუბრობენ „ხრუშჩოვკის“ ტიპის კორპუსების ჩანაცვლების აუცილებლობაზე. რაც დრო გადის, ბევრ ასეთ კვარტალში უფრო და უფრო სავალალო მდგომარეობაა.

ურბანისტი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ სასურველია იმ ტერიტორიებისთვის, სადაც „ხრუშოვკებია“ თავმოყრილი, შედგეს პროექტები და ძველი კორპუსები ჩანაცვლდეს.

„თბილისში „ხრუშჩოვკების“ რაოდენობა, საერთო ჯამში, 500-ზე მეტი იყო. ბუნებრივია, ამ კორპუსებს აქვს თავისი ექსპლუატაციის წლები, რომ ემსახუროს მცხოვრებლებს და რაღაც დროის შემდგომ მიმდინარეობს მათი ფიზიკური ცვეთა. მაგალითად, ვარკეთილის მესამე მასივში, უკვე იცით, რამდენიმე შენობა დაინგრა და ხალხი მძიმე ვითარებაშია, მოსახლეობა გასაყვანია ავარიული კორპუსებიდან. ამ ტერიტორიებს სჭირდება ახალი პროექტის შედგენა და რეკონსტრუქცია, რათა ახალი განაშენიანება დაინერგოს.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თბილისის მერიის სამსახური „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტსაც ამზადებს. მდგომარეობა სასწრაფოა და, მგონი, რეგულირების გეგმაც მუშავდება.

სასურველია, იმ ტერიტორიაზე, სადაც „ხრუშოვკებია“ თავმოყრილი, შედგეს პროექტები, თუმცა მანდაც ფრთხილად უნდა მოქმედება. ის გარემო, სადაც „ხრუშჩოვკებია“ თავმოყრილი, ძალიან კარგია საცხოვრებლად. ახალ პროექტებში ზედმეტად გამჭიდროება არ უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საცხოვრებელ გარემოს გააფუჭებს“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42