კანალიზაციიდან გაძარცვული ბანკი და ეჭვმიტანილი ქართველები - ბელგიის პოლიციამ კიდევ 2 პირი დააკავა
კრიმინალი - 17:23, 08 Feb, 2019     1897
ბელგიაში ქართველების მიერ ბანკის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ბელგიური მედიის ცნობით აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველად დაკავებული 27 წლის პირი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო სასამართლომ გაათავისუფლა, თუმცა ბრალდების მხარის გასაჩივრების გამო ის შემდეგ 15 დღეს ისევ საპატიმროში გაატარებს. გავრცელებული ინფორმაციით ხუთშაბათს აღნიშნულ ფაქტზე კიდევ 2 ადამიანის დაკავება მოხდა, 27 და 45 წლის მამაკაცების, თუმცა ბელგიური მედია არ აზუსტებს ისინიც ქართველები არიან თუ არა.


გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკამდე გვირაბის მეშვეობით მიაღწიეს. როგორც ბელგიური მედია წერს ბანკიდან ასეულობით მეტრის მოშორებით მდებარე სახლის ქვეშ მათ ერთი გვირაბი საკანალიზაციო სიტემამდე გათხარეს, მეორე გვირაბი კი საკანალიზაცო სისტემიდან ბანკის საცავამდე.

სახლის მეპატრონის თქმით, ბინა რამდენიმე თვის წინ მამაკაცმა, რომელიც მას მარკ ბუიშმანად წარუდგა, თავისი ძმისთვის იქირავა. მისი თქმით, მამაკაცი რომელიც მის ბინაში ცხოვრობდა ძალიან მეგიბრული და ელეგანტურად ჩაცმული იყო. როგორც სახლის მეპატრონე მარინ ვერკოტერენი აცხადებს, ის თავისი სარდაფის ტიპის ბინის გაქირავებას აღარ აპირებდა, რადგან ბინა ცუდ მდგომარეობაში იყო და შეკეთებას საჭიროებდა, თუმცა ახალ კლიენტებს ბინის მდგომარეობაზე პრეტენზია არ გასჩენიათ და პირიქით დიდი ინტერესი გამოიჩინეს. ბინის მეპატრონე თავის შეცდომად თვლის იმას, რომ ასეთმა ინტერესმა მისი დაეჭვება არ გამოიწვია.

ბანკის გაქურდვის გამო გამაფრთხილებელი სიგნალის მიღების შემდეგ ადგილზე მისულმა პოლიციამ ნახა, რომ საცავის კარი კვლავინდებურად დაკეტილი იყო. კარის გაღების შემდეგ სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს რომ დეპოზიტების შესანახი 30 ყუთი ცარიელი, იატაკზე კი დიდი ხვრელი იყო, რომელიც გვირაბით საკანალიზაციო სიტემას უერთდებოდა. მეხანძრებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი საკანალიზაციო სისტემა შეამოწმეს და აღმოაჩინეს მეორე გვირაბიც , რომელიც საკანალზაციო სისტემიდან სახლში ამოდიოდა.

ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42