კობახიძემ ივანიშვილს და დანელიას პროვოკაცია მოუწყო - რა მოხდა უმრავლესობის სხდომაზე
პოლიტიკა - 16:24, 08 Feb, 2019     4659
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მეოთხე “რაუნდზე” ერთი მეტად ყურადსაღები ინცინდენტი მოხდა, რომელიც ქართული მედიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. როგორც “ნიუპოსტს” უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, ინცინდეტის პროვოცირება ირაკლი კობახიძემ მოახდინა.

“როგორც სხდომის მსვლელობისას გაირკვა, ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილი იყო სხდომის დაწყებამდე აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ მედიისთვის მიცემული კომენტარის გამო. ივანიშვილმა დანელიას უსაყვედურა, რასაც ოთარის მხრიდან პასუხი მოჰყვა”, - განუცხადა “ნიუპოსტს” უმრავლესობის ერთ ერთმა წევრმა.

მისივე თქმით, საკითხი ეხებოდა ოთარ დანელიას მხრიდან პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადების - “კარი ღიაა” - კომენტარს.

“დანელიამ კონკრეტულად განმარტა მისი განცხადების პათოსიც და შინაარსიც. ეტყობა ივანიშვილისთვის ამონარიდები იყო მიწოდებული, რომელიც დანელიას მიერ გამოთქმულ აზრს ამახიჯებდა. დანელიას განმარტების შემდეგ ივანიშვილმა ადგილზევე მოითხოვა სრული ნიუსი, რასაც ირაკლი კობახიძის უხერხულობა მოჰყვა. სხდომაზე დამსწრე ყველა წევრისთვის ნათელი გახდა, რომ სწორდ კობახიძემ მოახდინა პროვოცირება და ის იყო ივანიშვილისთვის ინფორმაციის დამახინჯებულად მიწოდების ინიციატორი. როგორც კი საკითხი გაირკვა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სრულად ეთანხმებოდა დანელიას, ბოდიშიც მოუხადა და მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რითაც ინცინდენტიც ამოიწურა”, - განუცხადა “ნიუპოსტს” უმრავლესობის წევრმა მისი ვინაობის გამხელისგან თავის შეკავების მოთხოვნით.

მისივე თქმით, თუნდაც ეს ერთი ფაქტი თვალნათლივ მეტყველებს “ახალგაზრდა მეოცნებეები” რა უხერხულობას უქმნიან ივანიშვილს და “მართლაც რომ ტყუილში აცხოვრებენ”.

აღნიშნულ საკითხზე, “ნიუპოსტი შეეცადა კომენტარის მოპოვებას ოთარ დანელიასგან, რომელმაც თემაზე კონკრეტული საუბრისგან თავი შეიკავა.

კითხვაზე თუ ვის ინტერესებში შედიოდა ივანიშვილის შეცდომაში შეყვანის მცდელობა დანელიასთან მისი დაპირისპირების პროვოცირება, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს ამას შეგნებულ ქმედებად, მაგრამ თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, პარტიის თავმჯდომარეს ვითარებაში გარკვევა არ უნდა გაუჭირდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42