საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ნუკრი ქანთარიას განცხადებით უმთავრესი ზოგადი განათლების ხელშეწყობა და სკოლების გამართული ფუნქციონირებაა, ბავშვებს კი შესაბამისი მოტივაცია სჭირდებათ:
„ამავე დროს ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ვიფიქროთ ოქროს ატესტატზე, რომელიც იქნება მთელი სწავლების პროცესის ამსახველი, რომ ბავშვმა ოლიმპიადებშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლა განაგრძოს.
და უმთავრესი კითხვა, - ვინ ასწავლის? რა კვალიფიკაციის, რა წარსულის, რა ნიჭისა და უნარის მქონე ადამიანი ასწავლის და შეუძლია თუ არა ბავშვი მართლაც შეიტანოს ბავშვში არა მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია, არამედ შეიტანოს სინათლე.
ეს გაცილებით რთულია და ამას ერთი და ორი წელი არ ეყოფა, მაგრამ სწორება უნდა იყოს აუცილებლად აქეთკენ", -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






