„ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება 2030 წლამდე იქნება, ბიძინას კულტის მორწმუნეთა დასამშვიდებელი ლეგენდაა“- პაატა მანჯგალაძე
პოლიტიკა - 14:29, 08 Feb, 2019     1760
"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ კარგად შეითვისა ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა რუსეთის ტრადიცია.

მისივე შეფასებით, ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება სიცრუე მოსყიდვა და შანტაჟია.

“ნებისმიერი მმართველობისთვის განაჩენია, როცა ე.წ ერთგულება უფრო ფასობს ვიდრე სიმართლე.

ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება 2030 წლამდე იქნება, ბიძინას კულტის მორწმუნეთა დასამშვიდებელი ლეგენდაა, რომ თვითგადარჩენაზე და ახალ მფარველზე არ იფიქრონ. ლეგენდაა ასევე ამბავი ცხრაწლიან სისხლიან მმართველობაზე, რომელიც თითქოს მან მანამდე უნდა დაამარცხოს ვიდრე ბედნიერი და სამართლებრივი სახელმწიფო დამკვიდრდება.

აშკარაა ივანიშვილის ხელისუფლებამ კარგად შეითვისა ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა რუსეთის ტრადიცია. მმართველი ზნეობრივ, სამართლიან და ხალხზე მზრუნველ პიროვნებად უნდა წარმოჩნდეს მაშინაც კი, როცა ამორალურ და უსამართლო საქციელს ჩადის. შეგვიძლია გავიხსენოთ უზენაესი სასამათლოს მოსამართლეების დანიშვნის, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების, მარიხუანას კულტივაციის, შვილმოკლული მამების და სხვა საქმეები.

ამ ვითარებაში ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება სიცრუე მოსყიდვა და შანტაჟია, რაშიც ხელს უშლის დამოუკიდებელი მედია საშუალებები და საზოგადოებრივად აქტიური სხვადასხვა ჯგუფები. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ რუსთავი -2 ის საქმე, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ინიციატივები, „კაპიტანი გიგაურის“ კამპანია და ა.შ

ამ ტიპის მმართველობა ემყარება რწმენას სასჯელი უნდა იყოს მკაცრი და ზიანის მომტანი, რადგან დაუსჯელობამ და სისუსტემ მორჩილ, ლოიალურ ჯგუფებში არ წაახალისოს თავისუფალი აზროვნების სურვილი.

ყველა ამ მცდელობამ ამოწურა საკუთარი თავი, რადგან ქართული ოცნების მთავრობას მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით არ შეუქმნია რაიმე ხელშესახები საჯარო სიკეთე. ხოლო სიცრუემ თავის მოკლე ფეხი გამოაჩინა”- აცხადებს მანჯგალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42