"მსგავსი ქცევა წარმოადგენს თავდასხმას კონსტიტუციაზე, შეწყვიტეთ თავდასხმა!" - მეთოფიშვილი ბესელიას
პოლიტიკა - 13:41, 08 Feb, 2019     440
მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის 2025 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას ინიციატივას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. ის დეპუტატის ინიციატივას კონსტიტუციაზე თავდასხმად აფასებს და იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს მოუწოდებს, რომ სასამართლო სისტემაზე თავდასხმა შეწყვიტოს:


"მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ციტატებს:

“81. ვენეციის კომისიისთვის ცნობილია, რომ ამჟამინდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოში დიდი კრიტიკის საგანია. თუმცა, ამან არ უნდა შეუშალოს ხელი იმას, რომ საბჭომ თავისი ფუნქცია შეასრულოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინაციაშიც, არამედ ეს უნდა გახდეს საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირების მიზეზი. შესაბამისად, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის პროექტი ჩასწორდეს ისე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭოს უფლებამოსილება, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლები მათი დამოუკიდებლობის სრულად უზრუნველყოფისთვის, ან კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში პრეზიდენტის ახალი, უფრო შეზღუდული როლის გათვალისწინებით, მიეცეს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, უფლებამოსილება, დანიშნოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.”

“დასკვნა:
...
98. სასამართლო ხელისუფლების თავში:
- უვადოდ გამწესების პრინციპი, არაორაზროვნად უნდა გავრცელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე და მათი არჩევა პარლამენტის მიერ უნდა შეიცვალოს მათი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, პრეზიდენტის მიერ;”

მეგობრებო, იცით ვინ, როდის და სად წერს ამას???

ეს წერია - ევროპული კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ანუ ე.წ. ვენეციის კომისიის 2017 წლის 19 ივნისის N876/2017 დასკვნაში!!! (https://gdi.ge/uploads/other/0/620.pdf)

გთხოვთ, გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ვენეციის კომისიისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი თუ როგორი დიდი კრიტიკის საგანია საქართველოში ამჟამინდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო!!! თუმცა, მიუხედავად ამისა ვენეციის კომისიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამჟამინდელ საბჭოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხში!!!

მინდა ვკითხო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს: შეგნებულად რატომ ამახინჯებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, რაც გააკეთეთ თქვენი საკამონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში???
რატომ შეგყავთ საზოგადოება და პარლამენტი შეცდომაში, თითქოსდა არასწორად მოხდა პრაქტიკაში განმარტება პარლამენტის მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული კანონის 79 (4) მუხლის გამოყენება პრაქტიკაში მოსამართლედ უვადოდ გამწესების თაობაზე??? თქვენთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ ვენეციის კომისია და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) არაერთხელ, გარკვევით და ნათლად მიუთითებენ თავიანთ რეკომენდაციებში, რომ მოსამართლეთა უვადო (საპენსიო ასაკამდე) დანიშვნები არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია!!! (მაგალითად, იხილეთ ვენეციის კომისიის მოსაზრება CDL-AD (2010)004, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ მოხსენება - ნაწილი I, მოსამართლეები, 35-ე პუნქტი; https://rm.coe.int/1680700a63).

მინდა მივმართო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, რომლებმაც მომზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე:

მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება (ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას) წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას!!! შეწყვიტეთ თავდასხმა!!!- წერს მეთოფიშვილი.

შეგახსენებთ, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი. მათ შორის არიან ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე.

„შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. პარალელურად დავიწყოთ ორგანულ კანონზე მუშაობა და სამართლებრივად მოწესრიგდეს ის ნორმები, რომლებიც ეხება მოსამართლეთა დანიშვნას. ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ინიციატივას ჩვენს კოლეგებს ვთავაზობთ და იმედია რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს.“- ამბობს ბესელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42