ხურვალეთში მიმდინარე პროცესები ერგნეთის შეხვედრის მთავარი განსახილველი თემაა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია გრძელდება. შეხვედრას ქართული მხრიდან ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ესწრება. სწორედ ანთიძემ გააკეთა შეხვედრის დაწყებმადე კომენტარი და თქვა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფელ ხურვალეთთან, ე.წ. მესაზღვრეების მიერ სამეთვალყურეო კოშკურის დამონტაჟება იქნება.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე ვისაუბრებთ, დავით ბაშაურულის გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალების პასუხგაუცემელ კითხვებზე. ყურადღებას გავამახვილებთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისათვის თავისუფალი გადაადგილების კუთხით, არსებულ ხელოვნურ შეზღუდვებზე. ხურვალეთში განვითარებულიმოვლენები იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი.“-აცხადებს
ცნობისთვის, ოკუპანტები ხურვალეთში დილიდან ისევ გამოჩნდნენ. ნიღბიანი ჯარისკაცები, დაახლოებით, 10-მეტრიან რკინის კონსტრუქციას ბეტონით საგულდაგულოდ ამაგრებენ. მათ შესაბამისი ტექნიკა დესაც სამხედრო მანქანებით მიიტანეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რკინის კონსტრუქციას სათვალთვალო კოშკურის დატვირთვა ექნება და დაუპატიჟებელი სტუმრები სოფელს 24 საათიან რეჟიმში გააკონტროლებენ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, საკუთარ ბახში კიდევ ერთი ოჯახი ვეღარ შევა. აღნიშნულ მიწის ფართობში ფორმიანებმა ნარგავები ორი დღის წინ გაჩეხეს.
მასალის გამოყენების პირობები






