"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, განათლების მინისტრო!"- „ევროპული საქართველოს“ ექსპერიმენტი, რომელიც განათლების სამინისტროს დანაშაულს ადასტურებს (ვიდეო)
პოლიტიკა - 13:06, 08 Feb, 2019     2592

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ასახულია ექსპერიმენტი, რომელიც მათ განათლების სამინისტროში ჩაატარეს. კერძოდ მათ შეამოწმეს, რა პროცედურებს გადის საჩივრის წერილი უწყებაში მოხვედრის დროს და რამდენად შესაძლებელია, რომ არასრული პირადი მონაცემების მქონე წერილი სამინისტროს მიეღო, როგორც ეს მზია კერზარიას სკოლის წინააღმდეგ მიმართული საჩივრის წერილის დროს მოხდა.

„დღეს ჩავატარეთ მინი ექსპერიმენტი განათლების სამინისტროში. მივიტანეთ წერილი/საჩივარი (რა თქმა უნდა, ფიქტიური), რომელსაც აწერია ფიქტიური სახელი და გვარი და ფიქტიური მისამართი (ზუსტად ისე, როგორც ლავრენტი ქირიას ანონიმკის შემთხვევაში).

განათლების სამინისტროში, რა თქმა უნდა, გვიპასუხეს, რომ ასეთ საჩივარს არ მიიღებენ.

სახელი და გვარი და მისამართი თუ აწერია, მაშინ პირადი ნომერი და ტელეფონი უნდა ეწეროსო.

ლავრენტი ქირიას ანონიმკას სახელი და გვარი და მისამართი ეწერა. პირადი ნომერი და ტელეფონი - არა.

ლავრენტი ქირიას ანონიმკა მაინც ჩაიბარეს.

არათუ ჩაიბარეს, მის საფუძველზე ეგზეკუცია მოაწყვეს. ნახევარ დღეში გააფორმეს მივლინება.

8 ნოემბრის 14:30-ზე შევიდა ქირიას საჩივარი, მინისტრი 2 წუთში გაეცნო. 3 საათში მთელი სისტემა შემოიარა წერილმა. 18:00-ზე ეგზეკუციის მოწყობის მინისტრის ბრძანება განთავსდა ელექტრონულ სისტემაში და მივლინების ბრძანება დაიწერა 18:01-ზე! ტექსტი მაინც როგორ აკრიფეს ამ 1 წუთში?

ზუგდიდში გენინსპექციის ჯგუფი გაემგზავრა 9 ნოემბრის დილის 4, ამ 5 საათზე, რადგან 10 სთ-ზე უკვე მე-6 საჯარო სკოლაში იყვნენ.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, განათლების მინისტრო!”- წერს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ: ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. გარდაცვალებამდე ზეწოლაზე საუბრობდა თავად ია კერზაიაც. ის ამბობდა, რომ სთხოვდნენ საარჩევნო პროცესებში ჩართვას და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმების მობილიზებას. უარის მიღების შემდეგ კი მის სკოლაში ინსპექტირების სამსახური შევიდა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42