პრობლემები თბილისის საბავშვო ბაღებში - ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კითხვებს გაურბის.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახაბერ გვანცელაძე საკრებულოში ფრაქციის სხდომაზე მიიწვია, თუმცა, გვანცელაძე თბილისის თვითმმართველობის ორგანოში არ გამოცხადდა.
“ვიცით, რომ ახალდანიშნული დირექტორის ბაღში პიროტექნიკა აფეთქდა, მაგრამ ეს დირექტორი კვლავ იკავებს თანამდებობას. ვიცით რომ ერთ-ერთი ბაღში "ბარიგობაზე" დააკავეს ერთი თანამშრომელი.
საკადრო მიმართულებით რა ნაბიჯებს დგამს ეს ადამიანი ეს გვაინტერესებს. მეორე - შეკითხვები ეხება 60 ათასი ბავშვის კვებას, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პროდუქცია შეაქვთ, სერთიფიკატი რომ არ აქვს ისეთი პროდუქცია შეაქვთ დღესაც, ამ კითხვებზე პასუხის გვინდოდა მოგვესმინა, სამწუხაროდ იმალება ეს ადამიანი,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






