„ისტორიული კანონზომიერება შემდეგ რამეს გვასწავლის და გვკარნახობს: ადრე თუ გვიან ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის და სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანმა გაიმარჯვა..."- განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, კერზაიას საქმე ქვედა რგოლებში არ გადაწყვეტილა და ამის შესახებ ინფორმაცია მიისტრებსაც ქონდათ:
"განათლების მინისტრმა ეს იცოდა, იმიტომ, რომ ზარი მიიღო გახარიასგან.“- განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ: ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. გარდაცვალებამდე ზეწოლაზე საუბრობდა თავად ია კერზაიაც. ის ამბობდა, რომ სთხოვდნენ საარჩევნო პროცესებში ჩართვას და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმების მობილიზებას. უარის მიღების შემდეგ კი მის სკოლაში ინსპექტირების სამსახური შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






