გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელებმა ირაკლი კახნიაშვილის მაქნანა გააჩერეს და მას მანქანაში "ვინჩესტერი" და ტყვიების მთელი შეკვრა უპოვეს. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მისი დაკავება გადაწყვიტეს, კახნიაშვილი მათ უყვიროდა რომ მისი დაჭერა არ შეიძლებოდა, რადგან სწორედ მან უნდა მოაგებინოს "ოცნებას" არჩევნები.
შემთხვევა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 2018 წლის 16 ნოემბერს მოხდა.
რიგითი პოლიციელები გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ ოცმეთაურს, ის კი თემურ კუპატაძეს დაუკავშირდნენ. საპატრულოს უფროსის ბრძანების შედეგად კი ცესკოს შეიარაღებული თანამშრომელი, შემთხვევის ადგილიდან თავისუფლად გაუშვეს.
"კურიერი" ირაკლი კახნიაშვილის სახლში მივიდა. ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ კახნიაშვილი ცესკოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი ნამდვილად იყო, თუმცა მან განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ 28 დეკემბერს დაწერა. რაც იმას ნიშნავს, რომ ინციდენტის დროს კახნიაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობდა და ამ სტატუსს პირადი ინტერესებისთვის, სავარაუდო დანაშაულზე პასუხისმგებლობის არიდებისთვის იყენებდა.
მასალის გამოყენების პირობები






