სასულიერო სემინარიიდან პროფესორი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის გამო გარიცხეს
პოლიტიკა - 20:34, 07 Feb, 2019     1600
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიიდან პროფესორი გოჩა ბარნოვი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის გამო გარიცხეს:

„დღეს თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიიდან პროფ. გოჩა ბარნოვი გარიცხეს- გააგდეს, საბჭოურ ფორმებით: გაკიცხეს აკადემიურ საბჭოზე, რომელიც საბჭოური პარტკომის სხდომას უფრო ჰგავდა შინაარსით. რატომ? იმიტომ, რომ ბატონი გოჩა ბარნოვი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგიის დოქტორი, ათენის უნიერსიტეტის კურსდმთავრებული, მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას და განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის არაღიარება საქართველოს ეკლესიაზე რუსულ გავლენებს დაადასტურებს.

მე, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, იგივე ამ აკადემიის კურსამთავრებული ირაკლი ჭიღლაძე, სწავლის პერიოდში ამ სასწავლებლის ერთადერთი სტიპენდიანტი (კომპანია ემიგრანტის მიერ სას. აკადემიისათვის გამოყოფილი წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის სტიპენდიის მფლობელი), ვადასტურებ, რომ არათუ გოჩა ბარნოვი, თავად თბილისის სასულიერო აკადემიის ხელმძღვანელობა ადასტურებს თავისი ქმედებებით, რომ ისინი რუსული ძალების სამსახურში დგანან და რეპრესიული მეთოდებით სჯიან განსხავებული პოზიციის ადამიანებს. მე მოვუწოდებ მედიას და უფლებადამცველებს დაინტერესდნენ არსებული სამარცხვინო ფაქტით. იმ პირობებში, როდესაც უცხოეთში მიღებული თეოლოგიის დოქტორის წოდებით სულ ორიოდე პროფესორი ჰყავს თბილისის აკადემიას (ამას ემატება რამდენიმე წლის უკან ილარიონ ალფეევის მიერ ჰაერზე დარიგებულ თეოლოგიის დოქტორის წოდებების მქონე ათიოდე პირი), გოჩა ბარნოვის გარიცხვა ამ სასწავლებლის პროფესურიდან არის სწორედ რუსული გავლენების გაძლიერების მცდელობა საქართველოს ეკლესიაში. ასევე მე ვაცნობიერებ, რომ ჩემს მხარდამჭერ წერილს მოჰყვება დიდი ზეწოლა შესაბამისი ძალების მხრიდან, მაგრამ მათ ვაფრთხილებ, რომ ეს არ დარჩება სათანადოდ პასუხგაუცემელი. დროა, რუსული გავლენები დასრულდეს საქართველოს ეკლესიაზე. აქვე შევნიშნავ, რომ ამ დღეებში პატრ. კირილეს იუბილეზე სხვა მიწვეულ უცხოელ და ქართველ სტუმრებთან ერთად "ბრძანდებოდა" ცნობილი აფხაზი სეპარატისტი მღვდელი ბესარიონ აპლია, აფხაზეთის ეპარქიის დე-ფაქტო მმართველი. ველით საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ღირსეულ ქმედებებს“, - წერს მამა ილია ჭიღლაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42