"ძალიან ბევრი "ხრუშჩოვკა" გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ჩანაცვლება აუცილებელია" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 17:43, 07 Feb, 2019     1443

"ძალიან ბევრი “ხრუშჩოვკა” გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ჩანაცვლება აუცილებელია: -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 3 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებაზე ინტერესთა გამოხატვას. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება. პირველი ინტერესთა გამოხატვა ჩვენ უარყოფითი შედეგით დავასრულეთ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია კომპანიებთან, რომელთაც ასე თუ ისე ინტერესი გააჩნიათ. მოვისმინეთ მათგან რა პრობლემებს ხედავდნენ, შესაბამისად, დაიხვეწა ეს პირობები და პირადად ჩემი და მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ ამჯერად ინტერესთა გამოხატვას მოჰყვეს მაღალი ინტერესი, ეს პროექტი შედგეს და იგი გახდეს ერთ-ერთი საპილოტე პროექტი.

3 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს 75 ათასი კვადრატული მეტრი. ინტერსთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც უფრო მეტი ფართის გადაცემას დაპირდება თბილისის მერიას. მინიმალური შეთავაზება 7500 კვადრატული მეტრიდან დაიწყება. იმედი მაქვს, ეს შეთავაზება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტი კორპუსი ჩავანაცვლოთ.

ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მერიის ვებგვერდზე ინვესტორის განყოფილებაში. თუ ვინმესთვის ეს ინფორმაცია არ იქნება საკმარისი და დამატებითი დეტალების დაზუსტება გახდება საჭირო, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს”, – განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42