„ნამდვილად მიმაჩნია, რომ გამოცდების ასე ერთი ხელის მოსმით გაუქმებით რეფორმა სკოლაში არ უნდა დაწყებულიყო ან საპირისპიროს ვიტყოდი, დღემდე მაინც ვერ მოვისმინე საკმარისი არგუმენტები იმის მხარდასაჭერად, რომ გამოცდების მოხსნით უნდა დავიწყოთ სკოლის გაძლიერება. რა სტიმულებია ისეთი, რომელიც ანაცვლებს ამ გამოცდეს, რომ მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლას და უფრო ღრმად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, ამაზე პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. ზოგად უნარებს რაც შეეხება, თუ ლაპარაკია მოსწავლეთა სხვადასხვა შესაძლებლობებზე, იგივე ფინანსურ შესაძლებლობებზე, დავუშვათ. უნარების გამოცდა, ჩემი თვალსაზრისით არის ის, რასაც მომზადება არ სჭირდება,“ - აცხადებს კვაჭანტირაძე.
გამოცდების გაუქმების შემდეგ სკოლებში შესაძლო კორუფციის ზრდის პრევენციისთვის ზომების გატარებას სთხოვს განათლების სამინისტროს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა.
„ამ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში გაითვალისწინეთ თუ არა ის შესაძლო რისკები, რომლებიც კორუფციას შეიძლება უკავშირდებოდეს. თუ კი და ხედავთ ამის რისკს, არის თუ არა რაიმე ღონისძიებები დაგეგმილი, რომლითაც თქვენ თავიდანვე აღმოფხვრით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდეს და თავიდანვე იქნეს ეს გათვალისწინებული,“ - განაცხადა კუჭავამ.
მასალის გამოყენების პირობები






