დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, რამდენიმე კითხვით მიმართა.
„ბატონო მინისტრო , თქვენ ბრძანეთ, რომ გაქვთ თქვენი ხედვა და ის ექსპერიმენტის სახით ინერგება სკოლებში.
ხედვა, შესაძლოა კარგიც იყოს, მაგრამ სავალალო ის არის, რომ ყოველ ახალ მინისტრს აქვს ახალი ხედვა და ჩვენი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები მუდმივ რეჟიმში არიან ექსპერიმენტის მონაწილეებად, რადგან მინისტრები ხშირად იცვლებიან...
გამოცდების გაუქმების უეცარი ცვლილების გამო შეშფოთებულმა მშობლებმა ისიც კი მომწერეს, გვიშველეთ რამე, ბავშვებმა წიგნები დახიეს და დწვესო მომეტებული სიხარულისაგანო.
ასეთი მკვეთრი ცვლილებების გამოცხადებამდე მომავალში იქნებ უკეთესი იყოს ასე ვთქვათ შეგუებითი პერიოდის არსებობა, თუნდაც საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანით ასეთი მგრძნობიარე საკითხებისა.
თქვენს მოხსენებაში ბრძანეთ, რომ ტექნიკურ მიმართულებაში არ არის საჭირო ჰუმანიტარული გამოცდწბის ჩაბარება, ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნიკურ მიმართულებებზე არ უნდა ჩააბარონ ქართული? რაც ნამდვილად არ იქნება კარგი და სწორი.
და მეორე: ჰუმანიტარულ მიმართულებებზე ისტორიის ჩაბარებისას აპირებთ თუ არა ისტორიის სახელმძღვანელოების გადახალისებას, რადგან აშკარად შეინიშნება ისტორიის გაყალბების და ფალაიფიცირების გარკვეული ეპიზოდები შესაბამისი დროების მმართველი პოლიტიკური ძალის შეხედულებების შესაბამისად.
და მესამე, როცა ბრძანებთ პედაგოგთა ხელფასებია გაზედაზე, ეს ეხება მხოლოდ სკოლის პედაგოგებს თუ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებს და მეცნიერებსაც?“ - აღნიშნა დეპუტატმა ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






