„თქვენმა თანამშრომელმა ხომ არ დაწერა ეს ანონიმური წერილი?“ - კაპანაძის მიმართვა ბატიაშვილს კერზაიას საქმეზე
პოლიტიკა - 16:19, 07 Feb, 2019     890
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვენს უსმეს. მას რამდენიმე კითხვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემაც დაუსვა:

„1. გთხოვთ ზუსტად დაასახელოთ, რა კვლევები გამოიყენეთ, როდესაც იღებდით გამოცდების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას. სახელი, ვისი კვლევაა და რომელ წელს გამოვიდა. კონკრეტულად მაინტერესებს, უნარების გაუქმებისას რომელი კვლევა გამოიყენეთ.

2. განათლების კომიტეტთან რატომ არ გაიარეთ კონსულტაცია, ორ კვირაში რომ სამუშაო შეხვედრა გვაქვს, იქნებ ჯერ სამუშაო შეხვედრა ჩაგვეტარებინა და მერე დაგეანონსებინათ ამხელა რეფორმა?

3. უნივერსიტეტებს მას მერე რატომ ჰკითხეთ აზრი, როდესაც უკვე გადაწყვეტილება მიიღეთ და დააანონსეთ რეფორმა? პოსტფაქტუმ რატომ ჰკითხეთ, რას ფიქრობდნენ გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით?

4. თქვენ აქ ახსენეთ, რომ რეფორმების კონკრეტულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ მაისშიო, ამხელა რეფორმა რომ დაგეგმეთ, გამოცდები გააუქმეთ ჯერ და ინსტრუმენტებზე მერე რომ გვესაუბრებით, პირიქით ხომ არ აჯობებდა? საღი აზრი იმაში ხომ არ არის, რომ ჯერ შეიმუშავო ინსტრუმენტები, დაგეგმო რეფორმა და მერე გააუქმო გამოცდები?

5. თქვენ ბრძანეთ, გამოცდები აცარიელებს სკოლას, რადგან რეპეტიტორებთან დადიან ბავშვებიო. ერთერთი კვლევის მიხედვით, ბავშვები რეპეტიტორებთან იმიტომ დადიან, 33% პროცენტი ამბობს, რომ სკოლაში არის სწავლის ცუდი ხარისხი, გამოცდებს ახსენებს მხოლოდ 14%, ამ კვლევას თუ იცნობთ? საწინააღმდეგო რამეს ამბობს იმასთან შედარებით, რაც თქვენ თქვით.

6. თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ რესურსცენტრები ბევრ რაიონში დაკავებულები არიან პირდაპირ მასწავლებლების ტერორით წინასაარჩევნო პერიოდში, მარტო ზუგდიდის რესურსცენტრში არა, ბევრ სხვა რაიონში იგივე ხდება, ამის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ თუ არა?

7. ბოლოს, ია კერზაიას საქმეზე მინდა გკითხოთ, ლავრენტი ქირიას წერილი რომ შემოგივიდათ, პირადი ნომრის გარეშე, არასწორი მისამართით, პასუხი რომ გაეცით ლავრენტი ქირიას, შეეცადეთ დაედგინათ, მართლა არსებობდა თუ არა? თუ პირდაპირ თქვენმა თანამშრომელმა ან იქნებ რომელიმე სხვა უწყების თანამშრომელმა დაწერა ეს ანონიმური წერილი? ამ სამარცხვინო ანონიმური წერილის საფუძველზე, სანიმუშო სკოლაში (ეს იმ სკოლებს შორის არის, რომლის პილოტირებას აპირებთ) ამ სამარცხვინო წერილის გამო ეგზეკუცია რომ შეუშვით, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი თუ შეიძლება, რომ მოგვაწოდოთ - ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, შს მინისტრი თუ ქართული ოცნების გუნდის სხვა წარმომადგენელი?“, - მიმართა სერგი კაპანაძემ განათლების მინისტრს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42