"კონსტიტუციაში არის გარდამავალი დებულება, როცა პირველად გამწესების შემთხვევაში არის საშუალება იმისა, რომ სამი წლით დაინიშნოს გამოსაცდელი ვადა და ამის შემდეგ გადაწყდეს პიროვნების უვადოდ გამწესება. ჩვენ გვინდა, რომ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, წმინდა სამართლებრივ ჭრილში 2024 წლამდე ეს პროცესიც გადავავადოთ. აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზე,“-აცხადებს ნარჩემაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს სამართლიანი გზით განვითარებისთვის.
ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას აჟღერებს და პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისშეჩერებას ითხოვს.
ინიციატივას მხარს 8 დეპუტატი უჭერს, ესენი არიან: ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრეერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი.
მასალის გამოყენების პირობები






