"ალექსანდრე კობაიძე აპელირებს არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობით" - საქალაქო სასამართლო ადვოკატის სიცრუეზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:31, 07 Feb, 2019     785

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, საპატიო მიზეზის მიუხედავად, სასამართლოს მიერ მისი დაჯარიმების თაობაზე.

2017 წლის სექტემბრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართალწარმოებაშია, სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა. ფ. ო.-ის მიმართ, რომლის ინტერესებსაც პროცესზე უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე წარმოადგენს. ალექსანდრე კობაიძე არასაპატიო მიზეზით, პროცესზე გამოუცხადებლობის გამო 2019 წლის 5 თებერვალს მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა. პროცესის დაწყებამდე სხდომის მდივანთან სატელეფონო კომუნიკაციისას ადვოკატმა სასამართლოს 10 წუთიანი დაგვიანების თაობაზე ამცნო და განმარტა, რომ ელოდებოდა ბავშვების აღმზრდელს სახლში. მიუხედავად ამისა, 10:00 საათზე დანიშნული პროცესი 10:58 საათზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატი სხდომაზე კვლავ არ გამოცხადებულა. სასამართლომ ბრალდებულს ინტერესების დამცველი სახაზინო წესით დაუნიშნა. მომდევნო დღეს, 6 თებერვალს 12:55 საათზე ალექსანდრე კობაიძემ სასამართლოს საჩივრით მომართა, რომელსაც თან ერთვოდა შვილების საავადმყოფო ფურცელი, რომლის შესახებაც ადვოკატს სატელეფონო კომუნიკაციისას წინასწარ არ უცნობებია (საჩივარზე თანდართული ცნობა გაცემულია 2019 წლის 6 თებერვალს, ხოლო სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი შვილები დაწესებულებაში განთავსდნენ 5 თებერვალს, საღამოს 22:00 საათიდან).

ამასთან აღსანიშნავია, რომ ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო პროცესები არაერთხელ გადადებულა. კერძოდ, ადვოკატი არ გამოცხადდა 2018 წლის 6 ივნისს, 2018 წლის 14 მარტს, ხოლო 2018 წლის 27 ნოემბერს გამოუცხადებლობის გამო იგი 200 ლარით დაჯარიმდა, რაც ძალაში დატოვა ასევე ზემდგომმა ინსტანციამ. აქვე ავღნიშნავთ, რომ ა. ფ. ო.-ის ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოს მიზეზით არცერთხელ არ გადადებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ადვოკატი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და აპელირებს არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სასამართლო მოუწოდებს ალექსანდრე კობაიძეს თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რაც მიზნად ისახავს სასამართლოს ავტორიტეტის შელახვასა და მოსამართლის დისკრედიტაციას" - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42