„ეს არის ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან“ - ციხელაშვილი ე.წ. ბორდერიზაციაზე
პოლიტიკა - 13:31, 07 Feb, 2019     591

ხურვალეთში ოკუპანტების მიერ განახლებული ბორდერიზაციის პროცესი - მომხდარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ცეიხელაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ის, რაც ხურვალეთში ხდება, არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ბრძოლა:

„საუბედუროდ, 2008 წლის ღია სამხედრო ოკუპაციის შემდეგ, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ასეთი ხელოვნური ბარიკადების მშენებლობა გრძელდება. ე.წ საგუშაგო თუ მავთულხლართების მონაკვეთები, ეს ყველაფერი არის ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს განსაკუთრებით ცინიკურია იმ ვითარებაში, როცა ცხინვალის მიმართულებით ერთადერთ ე.წ. გადასასვლელ პუნქტზე შეზღუდულია მოძრაობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ ოსებისთვის. ისედაც 80 პროცენტით დაცარიელებული ცხინვალის მოსახლეობისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზას გადაკეტა“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საგუშაგოებს ზეწოლის გასაძლიერებლად ამონტაჟებს:

„სრულიად მორიდების გარეშე, მაგათი „სპუტნიკი“ აცხადებდა იმას, რომ მიმდინარე წელს 40 ადამიანი დააკავეს და ბუნებრივია, მათგან 90 % არიან ადამიანები, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან ცდილობენ გადმოვიდნენ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის და ამაზე მეტი ცინიზმი, ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც პატრულირებს მხოლოდ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან სამწუხაროდ, არ ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის. რა თქმა უნდა, ინფორმირებული არიან თანათავმჯდომარეები, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ახლა იმყოფება საქართველოში.

ხვალ არის ერგნეთში ჩანიშნული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა. ბევრ სხვა მწვავე საკითხთან ერთად, ეს უახლესი ეპიზოდები, რომელიც პირდაპირ მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებს, იქნება დაყენებული“,- განაცხადა ციხელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42