ყველა დროის უდიდესი კინოპროექტი "ლეგო ფილმი" ეკრანებს უბრუნდება. უნიკალური პროექტში, რომელიც რამდენიმე ფილმის პაროდიას წარმოადგენს მაყურებელი ხვდება მედმაქსს, ბეტმენს, გენდალფს, ვანდერ ვუმენს და სხვა საყვარელ პერსონაჟებს სათამაშოების სახით.
სპეციფიური იუმორისა და ორიგინალური ვიზუალის გამო, "ლეგოს ფილმები" წლების განმავლობაში ყველა თაობის მაყურებელს ერთნაირად აღაფრთოვანებს. ეს კინოპროექტი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ არ არის ნახატებით შექმნილი ანიმაცია, აქ რეალური სათამაშოები ცოცხლდებიან. „ლეგოს“ მეორე ნაწილის რეჟისორი მაიკ მიჩელია, ფილ ლორდთან და ქრისტოფერ მილერთან ერთად, რომლებიც პირველი ფილმის რეჟისორები და სცენარისტები იყვნენ და გუნდს ისევ დაუბრუნდნენ.
5 თებერვალს კავეა გალერიაში, სპეციალურად მედიისთვის, "ლეგო ფილმი 2"- ის დახურული ჩვენება გაიმართა. ემეტისა და მისი მეგობრების ნახვას, 3D ფორმატში საქართველოს კინოთეატრებში 7 თებერვლიდან, მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე შეძლებთ.
მასალის გამოყენების პირობები