"საქართველოს აქვს პატივი იყოს აშშ-ის პარტნიორი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში" - დავით ზალკალიანი
პოლიტიკა - 11:11, 07 Feb, 2019     758
„საქართველოს აქვს პატივი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში." - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.


დავით ზალკალიანმა ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეების ფორმებზე და მათთან გამკლავებისთვის აუცილებელ კოორდინირებულ ქმედებებზე ისაუბრა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და სტრატეგიის განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრი მთელ რიგ მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო.

საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და ჩვენს რეგიონს უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი და პოლიტიკა, რომელსაც სიძლიერესა და თანმიმდევრულობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტერიალის ფარგლებში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია პარტნიორი ქვეყნების მინისტრებთან, მათ შორის, ფრანგ, ნიდერლანდელ, პოლონელ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42