„ეს მივიღეთ საქართველოს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო, რომელსაც რუსეთთან მიმართებაში ატარებს"- ოპოზიცია ბორდერიზაციაზე
პოლიტიკა - 09:58, 07 Feb, 2019     952
გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების გააქტიურებას ხელისუფლების უუნარობას უკავშირებენ ოპოზიციაში.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ბორდერიზაცია არ შეჩერებულა, ხელისუფლება კი მომხდარ ფაქტზე პოსტფაქტუმ რეაგირებს.

„ეს ჩვენ მივიღეთ საქართველოს ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო, რომელსაც რუსეთთან მიმართებაში ატარებს. ეს დაწოლა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მიდიოდეს, ნამდვილად ავიტანდით ყველა, მაგრამ საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ხელისუფლების პასიურობაზე ამახვილებს ყურადღბას.

„საკმაოდ დიდი ტერიტორია დავკარგეთ ამ ბორდერიზაციის შედეგად, სამწუხაროა,რომ საქართველოს ხელისუფლების რეაგირება არის ყოველთვის დაგვიანებული, ყოველთვის ჯერ რაღაც ხდება და შემდეგ რეაქციის რეჟიმშია ხელისუფლება. ჩვენ ის დროც გვახსოვს, როცა ამბობდნენ, რომ პირიქით რეაგირება საჭიროც კი არ არის“-ამბობს სერგი კაპანაძე.

უმრავლესობა კი ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად სამშვიდობო ფორმატის შენარჩუნებას ასახელებს.

„ვიმედოვნებ, რომ ყველა იმ საერთაშორისო ფორმატში, რომლითაც ხდება მშვიდობიანი მოლაპარაკების კოორდინაცია შევძლებთ, რომ ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული, ამ ეტაპისთვის მთავარი მიღწევა შეიძლება ითქვას, რომ ომიდან 10 წლისთავზე ჩვენ სამშვიდობო ფორმატს ვინარჩუნებთ მასშტაბური ინტერვენციების შესახებ,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მარიამ ჯაში.

ოკუპანტებმა სოფლის გასასვლელთან სათვალთვალო კოშკი დაამონტაჟეს. რუსი მესაზღვრეები სამუშაოებს ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან ატარებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42