ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც მოხდა კერზაიას საქმესთან დაკავშირებით - ოპოზიცია მინისტრთან მწვავე კითხვებით მიდის
პოლიტიკა - 09:32, 07 Feb, 2019     737
ია კერზაიას საქმე და სკოლებში დირექტორებსა და პედაგოგებზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა ეს ის კითხვებია რასაც ოპოზიცია პარლამენტში მისულგანათლების მინისტრს დაუსვამს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბატიაშვილს მოუწოდებენ, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა უწყებამ საკუთარ თავზე აიღოს.

სესიის შემდეგ მიხეილ ბატიაშვილი განათლების კომიტეტში გადაინაცვლებს, სადაც სხდომას ია კერზაიასშვილიც დაესწრება.

ხატია დეკანოიძე მინისტრს საკუთარ სიტყვებს ახსენებს.

"არჩევნებზე ძალადობამ გამოიწვია ამ ადამიანის გარდაცვალება. იგი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც მოხდა კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. ასევე უნდა ვთქვათ, რომ მან ერთხელ განაცხადა, რომ ის მზად არის აიღოს მორალური პასუხისმგებლობა და მე პირადად ამ კითხვას დავუსვამ მინისტრს - მორალური პასუხისმგებლობა ეს ნიშნავს იმას, რომ აქამდე ის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ "პრაქტიკულად განათლების მინისტრის უშუალო მონაწილეობით იქნა ეს ეგზეკუცია ჩატარებული სკოლაში".

"რასაც მერე შეეწირა ქალბატონი ია კერზაიას სიცოცხლე, ამაზე გვექნება ძალიან ბევრი კითხვა. გარდა ამისა ასევე კითხვები გვექნება იმ კვაზირეფორმაზე, რომელიც მან დაანონსა, რაც ჯერჯერობით რაც ვიცით, გულისხმობს მხოლოდდამხოლოდ გამოცდების გაუქმებას,"- აცხადებს კაპანაძე.

უმრავლესობაში კი კერზაიას საქმეზე არ საუბრობენ და მინისტრთან შეკითხვები სასკოლო განათლების რეფორმაზე ექნებათ.

"განათლების სისტემა დღეს სკოლის დონეზე არის ჩავარდნილი, ამას საუბარი არც უნდა და ყველა აღიარებს. გამოცდები რა ფორმითაც ტარდება არის აბსოლუტურად არაეფექტიანი,"-აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42