"განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები „ქართული ოცნების" ელექტორატის გაზრდას ემსახურება და არა მომავალი თაობის ინტერესებს"- ნანა ტოხვაძე
პოლიტიკა - 16:09, 06 Feb, 2019     1178

„ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, განცხადებას ავრცელებს. ნანა ტოხვაძეს მიაჩნია, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები „ქართული ოცნების" ელექტორატის გაზრდას ემსახურება და არ არის გათვლილი მომავალი თაობის ინტერესებზე.

„განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები 2 ძირითად მიზანს ემსახურება. ერთის მხრივ „ქართული ოცნების" ელექტორატის გაზრდას და მხარდამჭერთა მოხვეჭას 2020 წლის არჩევნებისთვის. ხოლო მეორე მხრივ, დაბალკვალიფიციური უნივერსიტეტების წისქვილზე წყლის დასხმა, სადაც კერძო ფინანსურ ინტერესებს და ადგილების შევსებას უნდა ემსხვერპლოს მომავალი თაობა და მათი ოჯახების შემოსავლები. ჩვენი საზოგადოება გზადაგზა მოფიქრებული ცვლილებების, რომელიც ამოქმედებას ვერ ასწრებს, რომ უკვე გაუქმებულია. ასეთია მაგალითისთვის ე.წ. „ანონიმური ყუთები"

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 30 იანვარს გამოქვეყნდა განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანება 06/ნ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ, რომლის მე-6 მუხლით გაწერილი დირექციების ვალდებულება „ანონიმური ყუთით" სკოლის უზრუნველყოფის თაობაზე უკვე მოხსნილია, როგორც ამას მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი, გელა გელაძე ადასტურებს.

იმედს ვიტოვებთ, მინისტრის ბრძანება ნამდვილად გაუქმდება და შევძლებთ ანონიმური ყუთების, როგორც საბჭოთა გადმონაშთის თავიდან აცილებას. თანამედროვე სკოლა მოზარდს უნდა ასწავლიდეს საკუთარი და სხვისი უფლებების გამჭვირვალედ, ღიად და თამამად დაცვას"- განაცხადა ნანა ტოხვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42