გაზრდილი ფასი თამბაქოზე - ექსპერტები შავ ბაზრის გაჩენის საფრთხეებზე საუბრობენ
პოლიტიკა - 19:06, 06 Feb, 2019     1076
თამბაქოზე ფასის ზრდას ექსპერტები ეხმაურებიან. ანალიტიკოსები რისკების შესახებ საუბრობენ. ისინი შავი ბაზრის შექმნის შესაძლებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ დიდია კონტრაბანდის გაზრდის რისკები. ექსპერტების თქმით, კონტრაბანდით დაკავებული ადამიანი, ერთი ყუთის სიგარეტიდან საშუალოდ 500 დოლარს იღებს.

საქართველოში თამბაქოს ფასმა მატება 2016 წლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციზზე გადასახადი გაიზარდა. მიზანი თამბაქოს მოხმარების შემცირებაა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს სტატისტიკა გამოიღო თუ არა ფასის მატებამ შედეგი.

„ჩვენი გათვლებით, სომხეთთან ერთი ყუთი სიგარეტის შემოტანა დაახლოებით, 500 დოლარის მოგებას იძლევა. წარმოიდგინეთ, რამხელა თანხებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც გაჭირვებულია და ფიქრობს, რომ ამით იშოვოს ფული. ეს არის პრაქტიკულად, ნარკოტიკების ვაჭრობასთან გათანაბრებული მარჟებია. იმდენად მაღალი მარჟებია უკვე თამბაქოს კონტრაბანდაში, რომ არა მგონია, რომ კიდევ უფრო მეტმა კონტროლმა ან მცდელობამ კონტროლისა, შეაჩეროს კონტრაბანდა,“ - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მრჩეველმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

ეკონომისტი ლაშა გოცირიძე კი ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში 100 მილიონით ნაკლები აქციზური მარკა გაიცა. თუმცა მისი თქმით, არ არის გამორიცხული, თამბაქოზე მოთხოვნილების შემცირება ნაწილობრივ შავი ბაზრის არსებობას უკავშირდებოდეს.

„ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100 მილიონით ნაკლები მარკა გაიცა. დაახლოებით, 100 მილიონი თანხა დაიკარგა ბიუჯეტისთვის. რაღაც წილად, მოწევის შემცირება მოხდა, რაღაც წილად, შესაძლებელია, ადამიანები გადავიდნენ ალტერნატიულ თამბაქოზე ან ელექტრონულ სიგარეტებზე თუნდაც. მაგრამ ამ ოდენობით შემცირება უბრალოდ ესეთი რაღაც მსოფლიოში არ ხდება, რომ თამბაქოს ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება ხდებოდეს ესე მოკლე პერიოდში. ძალიან დიდი ალბათობით, ეს არის შავი ბაზარი,“ - განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42