აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება
პოლიტიკა - 17:11, 06 Feb, 2019     430

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 850-დან 1000 ბავშვამდე გაიზრდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა ის ბავშვი, რომელიც მომლოდინეთა რიგში იმყოფებოდა, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას შეძლებს.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ აუტისტური სპექტრის მქონე 850 ბავშვს ვაფინანსებთ, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაში არიან გადანაწილებული. დედაქალაქის მთავრობა წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს. შვიდი დაწესებულებაა, რომელიც ამ ბავშვებს მომსახურებას უწევს. როდესაც საკრებულოში ვიყავი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაისვა კითხვა - თუ იყო შესაძლებელი იმ ბავშვთა რაოდენობა გაზრდილიყო, რომელსაც მერია მოემსახურება და დააფინანსებს. რამდენადაც ვიცი, 130-ზე მეტი მომლოდინეს რეჟიმში იყო. ჩვენ, ჩემი თანამშრომლები, ჩემი მოადგილე სოფიო ხუნწარია პირადად იყო პროცესში ჩართული, დავსხედით ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბენეფიციართა რაოდენობა 1000-მდე გავზარდოთ, ანუ სრულად დავაკმაყოფილოთ ის ბავშვები, რომლებიც მომლოდინეს რეჟიმში იყვნენ. ამისთვის 3.700 მლნ ლარს ვხარჯავდით. ამ გადაწყვეტილებით კი, დაახლოებით, 445 ათასი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ ამ ოჯახებს და ბავშვებს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42