"ეს ახალგაზრდა სპორტსმენი დღეს მარტო უპირისპირდება მთელ სისტემას და მინდა მას მხარდაჭერა გამოვუცხადო" - სახალხო დამცველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა
პოლიტიკა - 17:01, 06 Feb, 2019     831
2019 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანს ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და განსხვავებული მოპყრობის შესახებ პირადად მიიღო ინფორმაცია.


„ეს ახალგაზრდა სპორტსმენი დღეს მარტო უპირისპირდება მთელ სისტემას და მინდა მას მხარდაჭერა გამოვუცხადო, ასევე ჩემს თანადგომას ვუცხადებ ყველა იმ სპორტსმენს, რომელიც შესაძლებელია უსამართლო და შერჩევით დამოკიდებულებას განიცდიდეს. ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ ზურას თამამი და მე ვფიქრობ, სწორი განცხადებების გამო, იგი შეიძლება მენეჯმენტის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი გახდეს.

ჭიდაობა სპორტის უმნიშვნელოვანესი დარგია ჩვენი ქვეყნისათვის. ქართველ მოჭიდავეებს უამრავი სიხარული და ბედნიერება აქვთ მონიჭებული ჩვენი მოქალაქეებისათვის და სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა გარკვეული არაფორმალური გავლენების გამო, ეს სპორტსმენები არ გახდნენ უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი და არ შეწყვიტონ კარიერა“, –განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიმართავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს ჭიდაობის ფედერაციაში არსებული არაჯანსაღი ვითარების გამო, რათა ზურაბ დათუნაშვილს თავისი სპორტული კარიერის შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად გაგრძელების საშუალება მიეცეს.

ასევე, მიმართავს საჯარო ფინანსების განკარგვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს – შეისწავლონ ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსების მართვის გამჭვირვალობა და ხარჯების მიზანშეწონილობა.

შეხვედრის დასასრულს ზურაბ დათუნაშვილმა სახალხო დამცველს სრული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42